მთავარი
შპს ”საპოვნელა” წარმოადგენს დედათა და ბავშვთა (საოჯახო) პანსიონატს, რომელიც მდებარეობს საუკეთესო ბავშვთა კურორტ სურამში.
პანსიონატი მდებარეობს სურამის ყველაზე კარგ ადგილზე, (ე.წ. მინერალური წყლის ”რკინის წყალთან” ახლოს) როგორც მისასვლელად, ისე ჰაერის თვალსაზრისით: აქ იკრიბება სურამის უნიკალური ჰაერი.
დაბა სურამი ხაშურის რაიონში, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში, ზღვის დონიდან 740 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. სურამი მნიშვნელოვანი კლიმატური კურორტია. ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი, თბილი ზაფხული.
ქალაქი სურამი XII საუკუნიდან არსებობს. ამ ადგილებში ადამიანს ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. მე-12 საუკუნეში ფეოდალური ქალაქია და შუა საუკუნეებში ძლიერ ციხესიმაგრედ ითვლებოდა.
დაბა სურამის თავზე მდებარეობს ცნობილი სურამის ციხე, რომლის აგების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი. მე-17 საუკუნის პირველ მეოთხედში ირანის აგრესიის პირობებში გიორგი სააკაძემ სურამის ციხე გაამაგრა. შემდგომში ერთხანს სურამის ციხე ოსმალთა ხელში იყო. მე-18 საუკუნის 40-იან წლებში სურამის ციხე ირანის ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის გამგებლის გივი ამილახვარის ძირითადი დასაყრდენი იყო. მე-18 საუკუნეში სურამის ციხე ოსმალთა წინააღმდეგ მოქმედი ქართველების საყრდენი ციხესიმაგრეა. მან შემდგომშიც შიანარჩუნა მნიშვნელობა: მე-19 საუკუნის დასაწყისში დაღესტნელი ფეოდალების თავდასხმის დროს მას თავს აფარებდა მახლობელი მოსახლეობა.
Copyright © 2007-2009 IREX/IATP
